1792835230
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს, რომელშიც მთავარი მეტოქეები პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ილიანა იოტოვა და პროუკრაინელი ექს-პრემიერი ანდრეი გიუროვი არიან.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 9 373 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის უფლება თითქმის 6.6 მილიონ მოქალაქეს აქვს. უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა. კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება,
სულ პირველ ტურში პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა 27 წყვილი მონაწილეობს.
თუ პირველ ტურში ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, მეორე ტური 1 ნოემბერს იგეგმება.












