სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

პოლიცია ლენტა

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს. 

ინფორმაციას „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

✕