მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
1792875317
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ბრძოლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო. მე უკეთესი შემიძლია ვიყო. ვულოცავ პიოტრ იანს - მან დამამარცხა, ის დღეს უკეთესი იყო. ვულოცავ მას და მის ოჯახს“, თქვა UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.