24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია
1730390148
„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია 3 ივლისს ჩატარებულ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორებს კარგად გამოუვიდათ საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და მიტინგის წარმატებულად დაშლა.
მისივე თქმით, ბევრი ადამიანის მიზანი, ვინც აქციას ხელმძღვანელობდა, აქციის დაშლა იყო.
„აქცია წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ თუ გინდოდა ადამიანებში საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და მიტინგის წარმატებულად დაშლა ისე, რომ 100 000-კაციანი მიტინგიდან 10 დღეში არაფერი დარჩენილიყო, ეს ორგანიზატორებს კარგად და წარმატებით გამოუვიდათ.
ბევრი ადამიანის მიზანი, ვინც აქციას ხელმძღვანელობდა, იყო უბრალოდ აქციის დაშლა, საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და არა ის, რაც იყო გაცხადებული, ხელისუფლების შეცვლა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ხალხს, რომელსაც უნდოდა სამართლიანი პროტესტი ჩაეცხრო, ადამიანებს იმედები გაცრუებოდა და სახლში წასულიყვნენ, წარმატებით გამოუვიდათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.