ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
1783500416
"იმ რეზოლუციით, რომლითაც ჯო უილსონმა სახე დაგვანახა და თავი შეგვახსენა, ვნახეთ ერთი რამ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით გააყალბა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკაზე განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთი და იგივე ადამიანები გამოირჩევიან ანტიქართული ნარატივებით, რომლებიც მე-19 საუკუნის წესებით მოქმედებენ და მათთვის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს.
"ფაქტების ნაცვლად გვაქვს მანიპულაციები, არის ყალბი ნარატივების შეთხზვის მცდელობა საქართველოს წინააღმდეგ. ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია დამტკიცებულია იმ ჯგუფის მიერ, რომელსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ. სკანდალია თავად ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეისთვის.
ევროსაბჭოს, NATO-ს, ეუთოს თუ სხვა მსგავსი ფორმატის საპარლამენტო ასამბლეაზე, ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ - ერთ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს ესხმიან თავს და ანტიქართულ დოკუმენტებს თხზავენ, მეორე კვირას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, მესამე კვირა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში. ერთი და იგივე ხალხია მოჩენილი საქართველოზე იმისთვის, რომ რამენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა.
მათი ქცევა დასტურია, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, მე-19 საუკუნის წესებით მოქმედებენ ეს ადამიანები, რომლებიც მზად არიან საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსახორციელებლად მთელს ქვეყანას დაესხან თავს სხვადასხვა ინსტრუმენტებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.