ალბათ, ხაბეიშვილი გახდება ის ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება - ლიზა იასკო

ხაბეიშვილი იასკო

უკრაინელი პოლიტიკოსი, ლიზა იასკო თვლის, რომ, სავარაუდოდ, ხაბეიშვილი გახდება ის ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება.

TV პირველის კითხვაზე, „თუ ფიქრობთ, თუ ხედავთ მზაობას იმისას, რომ რეალურად მოახერხებს ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დახსნას და თვლით თუ არა, რომ ეს მთავარი დაპირება, რომლის გამოც, შესაძლოა, ამომრჩეველმა მისცა ხმა, არის რეალური“, უკრაინელი პოლიტიკოსმა, ლიზა იასკომ შემდეგნაირად უპასუხა:

„ვფიქრობ, ლევან ხაბეიშვილი ასახავს საქართველოს ხალხის აზრს, განსაკუთრებით მათ, ვინც არის შეწუხებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ალბათ, ლევან ხაბეიშვილი გახდება ის ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება და მოითხოვს სამართლიანობას, ეს არ არის იმდენად მიხეილ სააკაშვილის საკითხი, რამდენადაც ეს არის ზოგადი სამართლიანობის და ადამიანობის საკითხი. "