1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიას საზოგადოებაში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნას აფასებს.
მისი თქმით, საკითხმა საზოგადოება უნდა დააფიქროს.
„ადამიანმა, რომელმაც კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტს ავტორიზაცია წაართვა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დაინიშნოს, ანუ იმ პარტიის თავმჯდომარედ, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე მხარს უჭერდა კახა ბენდუქიძე, ნებისმიერ შემთხვევაში ვიღაცები უნდა დააფიქროს ამან. მეტი უბრალოდ არ მინდა ამ თემაზე გაგრძელება, შეიძლება საერთოდ ჭორის იყო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში საუბრის დრო.
ცნობისთვის, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გიორგი მარგველაშვილი დაინიშნება, თუმც ამ ინფორმაციას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს.