26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა, თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო - ჭეშმარიტად ასეა და ეს საქმით დასტურდება - ედიშერ გვენეტაძე

გვენეტაძე

დიახ, 26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა!
სახელდობრ თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო! ჭეშმარიტად, დიახ ეს ასეა! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზის დადასტურებაა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

"დიახ 26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა!
სახელდობრ თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო!
ჭეშმარიტად, დიახ ეს ასეა!
ეს საქმით დასტურდება და ამის დამადასტურებელია ის, რომ 2013 წლიდან დღემდე საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოციაციის წევრობის ხელშეკრულებას!

გაფორმდა ხელშეკრულებები:
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის!
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ!
და ბოლოს მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი!

მაშასადამე საქმე კარგად მიდის და ევროპა ჩვენგან მოითხოვს  დემოკრატიის სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად ყველა სფეროს გამჭვირვალეობას! 

დარწმუნებული ვარ ამიტომაც უჭერენ ჩვენი ფეხბურთელები მხარს საქართველოს ევროპულ გზას!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.