2012 წლამდე ეკონომიკური კუთხით იყო უმძიმესი მდგომარეობა, მაშინდელი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები დღევანდელზე, უმუშევრობა დაახლოებით 2-ჯერ მეტი, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1 120 000-ზე მეტი ადამიანი, ბიზნესის რეკეტს ამართლებდნენ ეკონომიკური ინტერესებით, წარმოიგინეთ რა დონის ფარსთან გვქონდა საქმე - პრემიერი

პრემიერი

ეკონომიკური კუთხით იყო ასევე უმძიმესი მდგომარეობა, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინდელი ეკონომიკა იყო 28 მლრდ ლარი, დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები დღევანდელზე.

„ეკონომიკური კუთხით იყო ასევე უმძიმესი მდგომარეობა. ხშირად ამართლებდნენ ხოლმე ეკონომიკური ინტერესებით, მათ შორის ბიზნესის რეკეტს, წარმოიდგინეთ რა დონის ფარსთან გვქონდა საქმე. მაშინდელი ეკონომიკა იყო 28 მლრდ ლარი, დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები დღევანდელზე. 27% იყო უმუშევრობა, დაახლოებით 2-ჯერ მეტი დღევანდელზე. საშუალო ხელფასი იყო 712.5 ლარი. ეს იყო საშუალო ხელფასი 2012 წლისთვის. სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1 120 000-ზე მეტი ადამიანი. წარმოიდგინეთ, თან ადამიანის უფლებების,  ღირსების შელახვის კუთხით უმძიმესი მდგომარეობა და ამას ემატება ასევე უმძიმესი ვითარება ეკონომიკის თვალსაზრისით“, -  განაცხადა პრემიერმა

✕