საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო
1754318194
იქნება თუ არა საქართველო შემდეგი?- ეს კითხვა CNN-ის ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არავინ იცის რას იზამს პუტინი უკრაინაში დამარცხების, ან ნახევრად გამარჯვების შემთხვევაში.
„იქნება თუ არა საქართველო შემდეგი, ეს ძალიან რთული კითხვაა, ვიმედოვნებ, რომ არა. ჩვენ პირველები ვიყავით და იმედი მაქვს ეს აღარ განმეორდება. ვერავინ ვერაფერში იქნება დარწმუნებული, ვერავინ იქნება დარწმუნებული, რა შეიძლება იყოს რუსეთის რეაქცია უკრაინაში მისი დამარცხების ან ნახევრად გამარჯვების შემთხვევაში.
ჩვენ უკვე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებზეც ორი რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ დაუცველები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1754319755
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043