გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
უკრაინის ტყვეობაში უკეთესია, ვიდრე რუსეთის ჯარში, ამბობს რუსეთის ფედერაციიდან დამპყრობელი, რომელიც ტყვედ ჩაბარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„უკრაინისთვის მებრძოლის, ფიცი, ოჯახის გადასახლების და აქ დარჩენის საშუალება რომ მქონდეს, სიამოვნებით გავაკეთებდი ამას", - თქვა 21 წლის ჯარისკაცმა.
როგორც გამოცემა წერს, მას უკვირს, რომ ტყვეობაში მყოფს ისე ექცევიან როგორც ადამიანს, რადგან ეს საოცრად განსხვავდება რუსეთის დამოკიდებულებისგან.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მისი ქვედანაყოფი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მეორე ბოლოდან ჩავიდა და გზაში 4-5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
„საზღვრის გადაკვეთისას დაინახეს გვამები, 50-მდე გატეხილი ტექნიკა და მიხვდნენ, რომ ეს სპეცოპერაცია კი არა, ნამდვილი ომი იყო, მათ უნდოდათ შემობრუნებულიყვნენ და წასულიყვნენ უკან, მაგრამ დახვრეტით დაემუქრნენ“, - თქვა ტყვემ.
ქვედანაყოფიდან 14-მა ოკუპანტმა გაქცევა მოახერხა, შემდეგ კი ტყვედ ჩავარდა.