„ყავა არ დალიოთ სხვის ოჯახში...“ - ეზოთერიკოსის გაფრთხილება
1784662800
უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშუკის განცხადებით, უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს.
მისივე ინფორმაციით, სახლში ბრუნდებიან მეზღვაურებიც კუნძულ ზმეინიდან.
„ტყვედ აყვანილი 10 ოკუპანტის სანაცვლოდ, ჩვენი 10 სამხედრო მოსამსახურე გამოვიყვანეთ. დღესვე, რუსებთან გავგზავნეთ 11 სამოქალაქო მეზღვაური, რომლებიც გადავარჩინეთ ოდესის მახლობლად ჩაძირული გემიდან.
სანაცვლოდ, სახლში დაბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური სამაშველო გემ „საფირიდან“, რომელიც ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს კუნძულ ზმეინიზე“ , - აღნიშნა ვერეშუკმა.