რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ სკვერში - ბრალდებული დაკავებულია
1780590460
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში ოკუპირებული ქალაქი გორლოვკა საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოაქციეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია 28-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც ზამთრის კამპანიის რაინდების სახელი ეწოდა.
გავრცელებული ცნობით, 28-ე ბრიგადის „სპალაჰის“ უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატორები სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს რუსული ხაზების მიღმა არსებულ ლოჯისტიკას.
სამიზნე სატვირთო მანქანები, მსუბუქი ავტომობილები, ყველგანმავლები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები ხდება.
თავად ქალაქი უკრაინული პოზიციებიდან დაახლოებით 35-40 კილომეტრში მდებარეობს. თუმცა, როგორც ბრიგადა აღნიშნავს, ეს შესაძლებელი გახდა არა ახალი საშუალო რადიუსის დრონების ან ბოჭკოვანი ოპტიკის წყალობით, არამედ პილოტების უნარების, მოქალაქეების შემოწირულობების და უკრაინის თავდაცვის დანაყოფებს შორის თანამშრომლობის წყალობით.