საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი... - ამინდი ისევ იცვლება
1747474923
უკრაინის ხელისუფლებამ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებისთვის, რომელიც ტყვეთა გაცვლას სქემით „ათასი ათასზე“ გულისხმობს, მზადება დაიწყო, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ.
მისი თქმით, მის გუნდს ტყვეთა გაცვლის მხრივ „რუსეთის მხარესთან მუშაობის ნორმალური გამოცდილება აქვს“. სკიბიცკიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ 16 მაისს რუსეთმა უკრაინას 909 დაღუპული მებრძოლის ცხედარი გადასცა.
„შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინის თითოეული მოქალაქე სახლში დაბრუნდეს. ჩვენ მათ ველოდებით, მივესალმებით და რუსულ მხარესთან მუშაობას გავაგრძელებთ“, - თქვა სკიბიცკიმ.