„სამწუხაროდ მოიმატებს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1747425595
გაბუტვის პოლიტიკას ირჩევს ზოგიერთი, ეს აჩვენებს, რომ მათ არ შესწევთ უნარი, მნიშვნელოვან გამოწვევებს უპასუხონ, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ამიტომ კარგია, რომ არის ნელ-ნელა გამოფხიზლება იმ მხრივ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს ვერავინ გადააბიჯებს.
„გაბუტვის პოლიტიკას ირჩევს ზოგიერთი, ეს აჩვენებს, რომ მათ არ შესწევთ უნარი, მნიშვნელოვან გამოწვევებს უპასუხონ. ამიტომ კარგია, რომ არის ნელ-ნელა გამოფხიზლება იმ მხრივ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს ვერავინ გადააბიჯებს. ეს მცდელობა იყო, ვნახეთ, რამხელა წნეხი იყო ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან, ზოგიერთი ელჩისგან, მათ შორის, ქვეყნის შიგნით, რომლებიც პირდაპირ ჩართულნი იყვნენ საარჩევნო კამპანიაში და უნდოდათ, რომ ელჩების მართული ხელისუფლება ყოფილიყო, მაგრამ ხალხმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება ხალხის მიერ არჩეული და ხალხის არჩევანს ვერავინ გადააბიჯებს“, - განაცხადა შალვა