VIDEO: მაგათ ქუჩა და „პარიატკა“ რა არის არ იციან - რა ისმის ფარულ ჩანაწერში, რომელსაც შსს ავრცელებს - დაკავებულია 8 პირი

დაკავებულია 8 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქვემო ქართლში და სამეგრელოში რვა პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია“. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის
მხარდამჭერები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ.

ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად შეკრებებს აწყობდნენ“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.