არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი", კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა.
უწყების ცნობით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 358 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
"არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 59462,2 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.