ზუგდიდში, ფოთში და ხობში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა ჩატარდა

ზუგდიდი

ზუგდიდში, მრევლი, სასულიერო პირები და მოქალაქეები ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს.მსვლელობა თავისუფლების მოედანზე, ღვთისმშობლის მოზაიკასთან დასრულდა, სადაც პარაკლისი მეუფემ აღავლინა.ფოთში, სასულიერო პირები და მრევლი წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძართან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობა გალობის ფონზე საკათედრო ტაძრამდე მოაწყვეს. საკათედრო ტაძარში კი, პარაკლისი დეკანოზმა ამბროს ხოშტარიამ აღავლინა.17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.