1750436791
უკრაინა გაეროს მისიებიდან 300-ზე მეტი სამშვიდობოს გამოყვანას ითხოვს

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განაცხადებით, უკრაინამ გაეროს მისიებიდან 300-ზე მეტი სამშვიდობოს გაყვანა მოითხოვა.
„სამშვიდობოების გაყვანა ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს უფლებაა და ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ უკრაინელ პერსონალს“, - აღნიშნა დუჟარიკმა.
მისი თქმით, სამშვიდობოები იმყოფებიან მალიში, კვიპროსში, კოსოვოში, სამხრეთ სუდანსა და აბეიში. საუბარია 250 ჯარისკაცზე, 22 პოლიციელზე, 36 შტაბის ოფიცერსა და მისიის ექსპერტზე, საერთო ჯამში, 308 პერსონალზე.

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090