განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
უკრაინის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან და პარტნიორი სახელმწიფოებისგან უკრაინა დახმარების სახით 15 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს მიიღებს.
ეს ინფორმაცია 3 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააცნო საზოგადოებას ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ, კირილ შევჩენკომ.
„ჩვენი შეფასებით, საერთო ჯამში საერთაშორისო დაფინანსება, ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღემატება 15 მილიარდ აშშ დოლარს, აქედან 5 მლრდ დოლარი ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში“, – განაცხადა კირილ შევჩენკომ.