საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო
1754318194
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში აცხადებენ, რომ ორგანიზაციას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ოლენოვკის ციხეზე, სადაც უკრაინელი ომის ტყვეები დაბომბეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
წითელ ჯვარში ამბობენ, რომ ასევე არ იქნა მიღებული ორგანიზაციის შეთავაზება მატერიალური დახმარების შესახებ.
მანამდე გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაერო-სა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები მიწვეულნი იყვნენ ტერიტორიის დასათვალიერებლად.
აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ციხის დაბომბვაში უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთის არმიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 73 დაიჭრა. დონეცკის რეგიონში რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების განაცხადებით, დაიღუპა 53 ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაბომბვა, რომლის შედეგადაც „50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, იყო წინასწარ განზრახული რუსული ომის დანაშაული“.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1754319755
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603