„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ განსაკუთრებით რთული ზამთრისთვის მოემზადონ და საჭირო ნივთები მოიმარაგონ.
„სახელმწიფო ემზადება ზამთრისთვის, უკრაინელებიც უნდა მოემზადონ რთული ზამთრისთვის და იქონიონ აუცილებელი ნივთების მარაგი“, – განაცხადა შმიგალმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დროს.
მისი განცხადებით, ქვეყანა გააგრძელებს მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო დახმარების მისაღებად.
უკრაინის პრემიერის თქმით, უკვე თორმეტმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს უკრაინას. პრემიერის თქმით, უკრაინას აქვს და ექნება რეზერვები, რათა დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღადგინოს.