რუსი ოკუპანტები ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას ამ დრომდე ცდილობენ - ალექსეი არესტოვიჩი

ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის მტკიცებით, ოკუპანტები ამ დრომდე ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, რუსებმა ოთხჯერ ისროლეს უშუალოდ პრეზიდენტის ოფისთან.

„დამპყრობლებს სურთ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ვინმეს „მოშორებაც“, მათ შორის ჩემიც“-აღნიშნა ზელენსკის მრჩეველმა.