განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
რუსეთში, ნაწილობრივ მობილიზაციის ფარგლებში, სამხედრო კომისარიატში 40 წლის შშმ პირი გამოიძახეს.
ადიღეის სამხედრო კომისარიატის თანამშრომლებმა 40 წლის ეტლით მოსარგებლე მიხაილ ტიმოშენკოს სახლში 25 სექტემბერს მიაკითხეს.
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის წარმომადგენლები დარწმუნდნენ, რომ მამაკაცი შშმ პირია, მაინც ჩააბარეს დოკუმენტი და სამობილიზაციო პუნქტში დაიბარეს.