რუსები 200 ათასამდე ახალ ჯარისკაცს ამზადებენ - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსები 200 ათასამდე ახალ ჯარისკაცს ამზადებენ და აღნიშნა, რომ ეჭვი არ ეპარება, რომ მათ კიევზე თავდასხმისთვის გამოიყენებენ.

„რუსეთში მობილიზაციამ იმუშავა. არ არის სიმართლე, რომ მათი პრობლემები იმდენად საშინელია, რომ ეს ხალხი არ იომებს. ისინი იომებენ. მეფე ეუბნება, რომ ომში წავიდნენ და იომონ.

ჩეჩნეთში ორი ომის ისტორია შევისწავლე. ყველაფერი იგივე იყო. შეიძლება არც ისე კარგად აღჭურვილნი არიან, მაგრამ ჩვენთვის მაინც პრობლემას წარმოადგენენ. ჩვენი შეფასებით, მათ აქვთ 1.2-1.5 მილიონი ადამიანის რეზერვი.

რუსები 200 000-მდე ახალ ჯარისკაცს ამზადებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი კვლავ წავლენ კიევისკენ“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.