რა დანაკარგი განიცადა რუსეთმა უკრაინაში შეჭრის 26-ე დღეს - გენშტაბი შედეგებს აჯამებს

უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის 26-ე დღის შედეგები შეაჯამა.

შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დღის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მოწინააღმდეგის 13 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 14 ტანკი, 8 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 2 MTLB, 3 საარტილერიო სისტემა და მტრის 2 საჰაერო სამიზნე. მტრის პერსონალის დანაკარგმა 300-მდე ადამიანი შეადგინა, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მარიუპოლში უკრაინელმა ჯარებმა გაანადგურეს საპატრულო ნავი და Leer-3 ელექტრონული ომის სისტემა.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები იუწყებიან, რომ მტერი აგრძელებს "მზაკვრულ" სარაკეტო თავდასხმებს და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას, სარაკეტო არტილერიის, ავიაციის, იარაღისა და სხვადასხვა საბრძოლო მასალის გამოყენებით.