გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
1787241485
72-ე ბრიგადის ორი უკრაინელი სამხედრო ფრონტის ხაზზე დაქორწინდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, პატარძალს საქორწინო კაბა არ ჰქონდა, საქმროს კი კოსტიუმი. ორივემ სამხედრო ფორმაში გაცვალა ბეჭდები. ქორწინებას ბრიგადის მეთაური დაესწრო.
შეყვარებულებმა აღიარეს, რომ ომის შემდეგ აპირებდნენ დაქორწინებას, მაგრამ ისწავლეს იმის დაფასება, რაც ახლა აქვთ, ამიტომ სამხედროებმა გადაწყვიტეს დაქორწინება სწორედ პოზიციებზე.
წყვილი გამარჯვების შემდეგ უკვე ერთობლივ გეგმებს აყალიბებს.
„ვიყიდით მიწის ნაკვეთს, დავიწყებთ სახლის აშენებას, დავიწყებთ სარდაფიდან“,- ამბობს საქმრო.