განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ირანული დრონებით კიევზე თავდასხმის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ აგრესორი ქვეყნის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს შეუძლია კიდევ ერთი „მიღწევა“ ჩაიწეროს - მან კიდევ ერთი ორსული ქალი მოკლა.
„კიევში მათ ახალგაზრდა ოჯახი მოკლეს, საცხოვრებელ კორპუსს ირანული „შაჰიდი“ დაარტყეს. ბიჭი და ორსული გოგონა. ვლადიმირ პუტინს შეუძლია კიდევ ერთი „მიღწევა“ ჩაიწეროს - მან კიდევ ერთი ორსული მოკლა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კიევზე დრონებით თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი ემსხვერპლა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
17 ოქტომბერს, კიევში 06:23 საათზე საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა კიევს კამიკაძე დრონებით შეუტიეს.