1733169705
პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.
პუტინმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"საშობაო ზავის" გამოცხადების მოწოდებით დღეს რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.
რუსეთის პატრიარქის ინიციატივით, შიდა კონფლიქტში ჩართულმა ყველა მხარემ 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრამდე ღამის 12 საათამდე "საშობაო ზავი" უნდა გამოაცხადონ. უნდა შეწყდეს ცეცხლი, რათა მართლმადიდებელმა ხალხმა შეძლოს შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს ტაძრებში მისვლა და წირვაზე დასწრება.