„გარეთ არ გამომყვა...“ - რას ამბობს კაცი, რომლის დაც ხანძარს ემსხვერპლა
1783270401
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძიპინს უთხრა, რომ უკრაინასთან მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს.
ამასთან, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ლიდერი მიიწვია „მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს ხალხის სიკვდილის შესაჩერებლად“.
„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ბრძოლები მთელ უკრაინაში მიმდინარეობს. მოდით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ხალხის სიკვდილის შესაჩერებლად,"- აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.