გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, 2023 წლის თებერვალში ან მარტში დაიწყოს. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.
ანალიტიკოსების აზრით, ბოლო დროს რუსეთის მხრიდან ზაპოროჟიეში შეზღუდული თავდასხმები, შესაძლოა, მიმართული იყოს უკრაინული ძალების დასაშლელად და ლუგანსკის რეგიონში შეტევისთვის.
ISW-ის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი შეტევები ბელარუსის მხრიდან ჩრდილოეთ უკრაინაზე განხორციელდეს, რადგან კვლავ არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ რუსული ძალები ჯგუფებს ბელaრუსიდან თავდასხმისთვის ემზადებიან.