PHOTO: პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა - მედია

სასოწარკვეთილი პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა thetimes-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტი პუტინი აპირებს, აჩვენოს თავისი მზადყოფნა, გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი უკრაინის საზღვრებზე ბირთვული გამოცდით.

როგორც მედია წერს, NATO-მ სავარაუდოდ გააფრთხილა თავისი წევრები.

„კრემლი აფიქსირებს მზადყოფნას მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი კარგავს პოზიციებს ბრძოლის ველზე. პუტინის ადრინდელი მინიშნებების შესახებ შიშები, რომ მან შესაძლოა, მიმართოს ასეთ ტაქტიკას, გუშინ გამძაფრდა იმის მტკიცებით, რომ საიდუმლო ბირთვული სამმართველოს მიერ მართული მატარებელი უკრაინისკენ გაუშვეს“, – წერს „თაიმსი.“

გამოცემის თანახმად, მატარებელი, რომელიც შენიშნეს ცენტრალურ რუსეთში, დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ დირექტორატთან და ის არის „პასუხისმგებელი ბირთვულ საბრძოლო მასალაზე, მათ შენახვაზე, მოვლა-პატრონობაზე, ტრანსპორტირებასა და დანაყოფებისთვის გაცემაზე“.