"მსოფლიო გიყურებთ, თქვენ პასუხს აგებთ" - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუსეთს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

„ვხედავთ, რომ რუსული ძალები ბომბავენ სამშობიარო სახლებს, მატარებლის სადგურებს, მრავალბინიან შენობებსა და სახლებს და კლავენ მშვიდობიანი მოქალაქეებს მაშინაც კი, როდესაც ისინი ველოსიპედით მოძრაობენ ქუჩაში",- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია აცხადებს. 

'მივიღეთ სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული ძალები აწამებენ და სიკვდილით სჯიან ადამიანებს ზურგს უკან შეკრული ხელებით. მივიღეთ ცნობები ქალებისა და გოგონების გაუპატიურების შესახებ და ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვები რუსეთში მიჰყავთ. ვიცით, რომ რუსული ძალები უარს ამბობენ უსაფრთხო გასასვლელის უზრუნველყოფაზე იმ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცდილობენ ძალადობას გაექცნენ, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ მიაღწიონ გაჭირვებულებამდე.

ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული, პასუხი უნდა აგოს. ჩვენი გზავნილი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობის მიმართ ასეთია: მსოფლიო გიყურებთ და თქვენ პასუხს აგებთ,“- აცხადებს უზრა ზეია.

 

ასევე ნახეთ:

👉 VIDEO: მატყუარა ოკუპანტმა სიკვდილი გაითამაშა - კადრებს უკრაინული მედი ავრცელებს

👉 ვინ იყო პუტინის რჩეული ქალის ქუთაისელი სიყვარული, რომელზეც დაქორწინებას აპირებდა - ქართველების სარძლოს უცნობი ამბები