„მინდა, წავიდეს და თავისი ვაჟკაცური სულისკვეთება გამოხატოს, თან მეშინია“ - თიკა მახალდიანის მეუღლე უკრაინაში საბრძოლველად მიდის

მახალდიანი

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაობლებული ბავშვის აყვანის სურვილი, თუმცა, ეს კანონმდებლობით შეუძლებელია.

ერთ-ერთი მათგანი მომღერალი თიკა მახალდიანია, რომელსაც უკრაინელი ბავშვის აყვანა სურს.

მისი თქმით, უკრაინელების დასახმარებლად მისი მეუღლეს, ყოფილი პოლიციელი აპირებს წასვლას.

„ვერ მივიღე ზუსტი ინფორმაცია, რამდენად შესაძლებელია უკრაინელი ობოლი ბავშვების შვილად აყვანა. ან არ მპასუხობენ, ან ინფორმაცია არ აქვთ. ყოველ შემთხვევაში, თუ იქნება ამის რეალური შესაძლებლობა, მე მზად ვარ“, - ამბობს თიკა.

მომღერლის თქმით, ომში ჩართვის შესახებ განაცხადი მისმა მეუღლემ უკვე გააკეთა. მისივე თქმით, ეს საკითხი მასზე დამოკიდებული არ არის, რადგან მის ქმარს წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს და შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს.

„თან მინდა, წავიდეს და თავისი ვაჟკაცური სულისკვეთება გამოხატოს, თან მეშინია.“ - ამბობს მომღერალი.