„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხზე გერმანიაში, „რამშტაინის“ სამხედრო ბაზაზე უკრაინის პარტნიორი ქვეყნების სხდომა დაიწყო. შეხვედრის მონაწილეებს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ.
„მინდა, მადლობა გითხრათ ყველას და ეს აბსოლუტურად სამართლიანი იქნება იმის გათვალისწინებით, რაც თქვენ გააკეთეთ, მაგრამ ასი მადლობა არ ნიშნავს ას ტანკს. ჩვენ, ყველას შეგვიძლია ათასობით სიტყვის თქმა, თუმცა ეს სიტყვები ვერ ჩაანაცვლებს ქვემეხებს, რომლებიც საჭიროა რუსული არტილერიისგან, საზენიტო რაკეტებისა და ავიადარტყმებისგან ხალხის თავდაცვისთვის. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. დრო უნდა გახდეს ჩვენი საერთო იარაღი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რამშტაინში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრო.