გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
1779282339
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა.
კახა კალაძის თქმით, თითოეული ქართველის გარდაცვალება ძალიან მძიმეა.
„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესია. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.