ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სატელეფონო საუბარი

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ვოლოდიმირ  ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

სატელეფონო საუბარი დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა.

„სანქციების გაძლიერება, კონკრეტული თავდაცვითი დახმარება და ომის საწინააღმდეგო კოალიცია ახლახან განვიხილეთ პრეზიდენტ ბაიდენთან.

მადლობელი ვართ აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.