შსს ავრცელებს სუპერმარკეტში მომხდარი ინციდენტის ვიდეოს, რის გამოც მანჩო გიორგობიანი დააკავეს
1762325824
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა რუსეთს მოუწოდა, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს და მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს.
„50-ე დღე სრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ დროის განმავლობაში, 4.6 მილიონმა ლტოლვილმა დატოვა ქვეყანა. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ჯანდაცვის 119 ობიექტზე დადასტურებული თავდასხმა მოხდა. ჯანდაცვის სერვისები კვლავ მძიმედ არის შეფერხებული, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთში. რუსეთს მოვუწოდებ, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და იმუშაოს მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.