განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ჰაკერული დაჯგუფების, ANONYMOUS-ის მორიგი სამიზნე რუსული სატელევიზიო სივრცე გახდა. ჰაკერებმა რუსული არხები გატეხეს. ახლა რუსულ არხებზე უკრაინის დროშა ჩანს და უკრაინული მუსიკა ისმის, ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ის მომხმარებლებმა გაავრცელეს.
ცნობისთვის, ჰაკერულმა დაჯგუფებამ Anonymus-მა რუსეთის სამთავრობო საიტებიც გათიშა. საუბარია - რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე, მთავრობის, დუმის, ფედერაციის საბჭოსა და როსკომნადზორის (კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) საიტებზე.