სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
გერმანია უკრაინას დამატებით 37 მილიონ ევროს გადასცემს. ეს თანხა ომის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენაზე დაიხარჯება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, 22,5 მილიონი ევრო უკრაინის ელექტროსისტემის განახლებას მოხმარდება, ხოლო 14,4 მილიონი საცხოვრებელი სახლების აღდგენასა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად იქნება გამოყოფილი.
მანამდე გერმანიამ პირობა დადო, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით მილიარდ ევროს გამოუყოფს.