გაეროს გენერალურმა მდივანმა კიევთან ახლოს მდებარე ქალაქები, ბუჩა და ბოროდიანკა მოინახულა

გუტერეში

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კიევთან ახლოს მდებარე ქალაქები, ბუჩა და ბოროდიანკა მოინახულა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„როდესაც ვუყურებ ამ განადგურებულ შენობებს, უნდა ვთქვა, რას ვგრძნობ. ერთ-ერთ ამ განადგურებულ და გაშავებულ სახლში წარმოვიდგინე ჩემი ოჯახი. წარმოვიდგინე, როგორ გარბიან პანიკურად ჩემი შვილიშვილები. ომი აბსურდია 21-ე საუკუნეში, ომი ბოროტებაა. როდესაც ჩვენ ვუყურებთ მსგავს ვითარებას, ჩვენი გულები დაზარალებულებთანაა. მსურს, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ომი მიუღებელია 21-ე საუკუნეში“, – განაცხადა გუტერეშმა.