7 ფარული ნიშანი, რომ ჯადო გაქვთ - რჩევები ეზოტერიკოსებისგან, დაბინძურებული ველიდან თავის დასაღწევად
1762286421
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების საკითხი განიხილა, რომლის გამოყოფის თხოვნითაც ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის სასტიკი აგრესიის წინაშე.
ამას გარდა, ენტონი ბლინკენმა კულებასთან განიხილა უკრაინაში ამერიკელი დიპლომატების დაბრუნების საკითხი, მიმდინარე კვირას ლვოვში დაგეგმილი ვიზიტების და რაც შეიძლება მალე კიევში დაბრუნების გეგმების ჩათვლით.