თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
უკრაინა მოუწოდებს სახელმწიფოებს, გადაწყვიტონ, უსაფრთხოების რა გარანტიების მისაცემად არიან მზად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.
„უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მთელ მსოფლიოში მშვიდობისთვის. მას შემდეგ ჩვენ ვაკაკუნებთ ნატო-ს კარზე, თუმცა ის არასდროს გაიღო. უსაფრთხოების ვაკუუმმა გამოიწვია რუსეთის აგრესია. მსოფლიოს უკრაინის წინაშე უსაფრთხოება მართებს და ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოებს, გადაწყვიტონ, უსაფრთხოების რა გარანტიების მისაცემად არიან მზად“, – წერს კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
