განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, წუხელ, ნიკოლაევს შეუტიეს რაკეტებით ეს-300. დანგრეულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და დაზიანებულია ელექტროენერგიით მომარაგების სისტემა.
რუსეთის სამხედრო ძალების შეტევის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზებია განადგურებული დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონშიც. დღეს დილით აფეთქებები იყო ხარკოვსა და კრივოი როგშიც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
დილიდან საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.