ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
ბელარუსის სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„სპეცოპერაციების ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინასთან ომში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 13 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ბელარუსის სამხედრო ხელმძღვანელობა აგრძელებს ზომების მიღებას, რათა უკრაინასთან საზღვრის დაცვა გააძლიეროს.