უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც
1786515071
ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, რუს სამხედროებთან ბრძოლას განაგრძობენ.
როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ნათქვამია ლეგიონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ახლავს ვიდეო.
„ფართომასშტაბიანი ომის 78-ე დღეს, ალყის პირობებში, მიუხედავად ძალიან რთული სიტუაციისა, ტყვია-წამლის ნაკლებობისა და ბევრი დაჭრილის მიუხედავად, „აზოვის“ მებრძოლები კვლავ დევნიან რუს სამხედროებს ქარხანა „აზოვსტალში“ ოკუპანტების მიერ დაკავებული პოზიციებიდან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.