აშშ-მ უკრაინას 1.7 მილიარდი დოლარი გამოუყო, ეს მეორე საგრანტო დახმარებაა ბოლო ორი კვირაში - დენის შმიგალი

დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, საგრანტო დახმარების სახით, 1.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო. ამის შესახებ შმიგალი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„1.7 მილიარდი აშშ დოლარის საგრანტო დახმარება უკრაინის ბიუჯეტში მსოფლიო ბანკისა და USAID-ის „ნდობის ფონდიდან“ შემოვიდა. ეს აშშ-ის მეორე საგრანტო დახმარებაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დახმარების საერთო რაოდენობა 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს“,- აცხადებს შმიგალი.

უკრაინის პრემიერი აშშ-სა და მის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობას უცხადებს.