რა ხდება უკრაინაში ამ წუთებში

კორპუსი უკრაინაში

დონბასი რუსეთის არმიის მთავარ სამიზნედ რჩება. საოკუპაციო ძალები სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლს არ წყვეტენ.

სისტემატურად იბომბება ლუგანსკის ოლქის ქალაქები: სლავიანსკი, სევერსკი, არტეკოვსკი და სოლედადი, ოკუპანტების სამიზნეა დონეცკის ოლქიც, სადაც მოსახლეობის 80%-მდე უკვე გახიზნულია.

ქალაქ ჩასოვიარში, საცხოვრებელ კორპუსებზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. დონეცკის პარალელურად, სამაშველო ოპერაცია გრძელდება ხარკოვშიც. 

ფრონტის აღმოსავლეთ ფლანგის გამაგრების პარალელურად, ოფიციალური კიევი სამხრეთით, ზღვისპირა რაიონების დეოკუპაციის გეგმაზე მუშაობას იწყებს, შესაბამისი დავალება სამხედროებს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მისცა.