შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ფრონტის ხაზების გარღვევის მცდელობები სამ რეგიონში დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
,,დღეს, ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, ოკუპანტები ცდილობდნენ, ჩვენი თავდაცვა გაერღვიათ. საბედნიეროდ, ჩვენი სამხედროები ამას აკავებენ. მათ მხოლოდ ორ ქალაქში, კრემინნასა და კიდევ ერთ პატარა ქალაქში შესვლა შეძლეს, მაგრამ ბრძოლები გრძელდება, ჩვენ არ ვთმოვთ ჩვენს ტერიტორიებს. აქტიური ფაზის დაწყების მცდელობა დილიდან დაიწყო", - განაცხადა დანილოვმა.