,,5 დღე საჭმელი არ მქონდა, ცემა ერთი წუთით არ შეწყვეტილა..." - უკრაინელი ექიმი ტყვეობას იხსენებს

ექიმი

ცნობილი უკრაინელი მედიკოსი, რომელიც რუსებისა და სეპარატისტული ძალების მიერ 3 თვის განმავლობაში ტყვეობაში იყო, ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, მესაზღვრეებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წამებაში ადანაშაულებს.

53 წლის იულია პაიევსკამ, რომელიც უკრაინაში საყოველთაოდ ცნობილია თავისი მეტსახელით ტაირა, თქვა, რომ ძალადობა მაშინვე დაიწყო, რაც ის 16 მარტს მარიუპოლის მახლობლად საგუშაგოზე ამოიცნეს და მძღოლთან ერთად დააკავეს.

„ხუთი დღის განმავლობაში მე არ მქონდა საჭმელი და პრაქტიკულად არ ვსვამდი“, - განუცხადა პაიევსკამ CNN-ს სამშაბათს, თითქმის სამი კვირის შემდეგ, რაც ის გაათავისუფლეს პატიმრების გაცვლის დროს, 17 ივნისს.
მისი თქმით, შეურაცხყოფა, მათ შორის ცემა, სამი თვის განმავლობაში ერთი წუთითაც არ გაჩერებულა.

მარტის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა რიცხვებამდე, დაკავებული წყვილი იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დონეცკის წინასწარი დაკავების ცენტრში.

„გამუდმებით გეუბნებოდნენ, რომ შენ ხარ ფაშისტი, ნაცისტი. (მითხრეს) უმჯობესია მკვადრი იყო, ვიდრე ვნახოთ რა მოხდება შემდეგ“, - თქვა მან და პირობები გულაგს შეადარა.